GEO | ENG

ახალი ამბები





22.05.09

19 მაისიდან ექსკლუზიური სამკაულების ქართველ მოყვარულებს ბაკარას მაღაზიათა ქსელში შავი მარგალიტის შეძენა შეუძლიათ.შავი მარგალიტის ქალისა და მამაკაცის სახელობითი პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ბაკარას ქსელის ორ მაღაზიაში - რუსთაველის გამზ.24 და საბურთალოს ქ. 26. შავი მარგალიტის შეძენა ხელმისაწვდომი იქნება როგორც მაღალი ასევე საშუალო შემოსავლების მქონე მომხმარებლისათვის. სამკაულის ფასი 150–დან 1500 ლარამდეა. პირველი 10 მყიდველი დამატებით საჩუქრად მიიღებს 10%–იან ფასდაკლებას ბაკარას ნებისმიერ პროდუქციაზე 6 თვის განმავლობაში კულტივირებული შავი მარგალიტის სამკაულები ბაკარას ქსელში საერთაშორისო ბრენდის Tahizea-ს მიერ არის წარმოდგენილი.

კულტივირებული შავი მარგალიტი არის ნატურალური მარგალიტი, რომელიც ზღვსი სპეციალურ ფერმებში გამოყავთ და საჭიროა 5 წელზე მეტი თითოეული მარგალიტის ”გასაზრდელად”. შავი მარგალიტის კულტივირება მხოლოდ ფრანგული პოლონეზიის ლაგუნებშია შესაძლებელი და თავისი იშვიათობის გამო იგი ბევრად ძვირად ფასობს, ვიდრე მტკნარი წყლის (მდინარის) და ზღვის მარგალიტი.

Tahizea წარმოადგენს მულტიბრენდული ფრანგული გაერთიანების GL-ის ჯგუფის ნაწილს, რომელსაც ასევე ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებული საფირმო ნიშნები – KENZO, GL, TED LAPIDUS, VALLES – DORDAL და სხვა.

საქართველოში კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი არის „ირაო კაპიტალი“.

უკან დაბრუნება  
ელ-ფოსტა*  
სახელი
თემა
ტექსტი*  

შექმნილია საათეკი–ს მიერ